ღარიბაშვილი – ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია

ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  ქართველებმა, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები და ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები.

„სულ რამდენიმე დღეში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წლისთვის აღვნიშნავთ. თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს. ჩვენ, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები. ასე რომ, ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები. მაგრამ ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია. პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მასშტაბურმა სამხედრო კონფლიქტმა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, ვისთვისაც დედა ქალია, მამა კი – კაცი”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას გვეხება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, კაცობრიობის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა