ღარიბაშვილი – გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს – ეს არის ტყუილი

დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის, მავნებლობის კლასიკური მაგალითი – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ხელშესახები პროგრესი უვიზო რეჟიმია.

„ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. მანამდე, წინა მთავრობის დროს, ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამასა მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ხელწერა, მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა ეს, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და ეს არც მოხდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინასდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი,