ღარიბაშვილი – სწორედ ჩვენს მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა

არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.

„მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო, იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენს მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“ , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ
შემდეგი სტატიაარიბაშვილი – მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში