(video) ღამის სამ საათზე დანიშნეთ სხდომა-პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი

~სხდომასაპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის განხილვის პროცედურების გამო დაუპირისპირდნენ.უმცირესობა მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პროცედურების გვერდის ავლით ხდება. უმრავლესობა საპირისპიროს აცხადებს, რის გამოც, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

“ფორსირებულად გინდათ ყრილობის წინ გინდათ ეს გააკეთოთ. გინდათ, რომ ძღვენი მიუძღვნათ პირდაპირმიუტანოთ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირ ფორსირება იმისი, რომ დაიქვემდებაროთ,დაანგრიოთ ეს სასამართლო და გჭირდებათ ამისთვის, გამოთვლილი გაქვთ ამისთვის დრო, თორემ ყრილობის წინ თქვენ ამას არ გააკეთებდით. თქვენ გამოთვლილი გაქვთ ზუსტად დღეები წუთები. თქვენ გამოთვლილი გაქვთ, რომ როცა საჭირო იქნება ჩართოთ მექანიზმი, დაანგრიოთ სასამართლო, იერიში მიიტანოთ “რუსთავი 2”- ზე, ეს არის თქვენი არჩევნები. თქვენ თუ ამას გააკეთებთ ამ პარლამენტმა ამოწურა ფაქტობრივად საკუთარი თავი“ – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა.

“ქართული ოცნების” წევრმა გია ჟორჟოლიანმა კი რატიანის გამოსვლას ხმამაღალი გამონათქვამებით უპასუხა.

“ამდენი სისულელის მოსმენის დრო არ არის თქვენ ხართ მავნებლები, დიდი ხანია ეწეოდით მავნებლობას, გინდათ ეს გააგრძელოთ, არ გაგაგრძელებინებთ, კენჭის ყრას ჩავატარებთ, მივიღებთ კანონებს და წავიყვანთ ქვეყანას უკეთესობისკენ. თქვენ მიგყავდათ ქვეყანა მიგყავდათ უფსკრულში“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა და საუბარში ჩართულ სერგო რატიანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მოკეტე რა შენი…” -მიმართა ჟორჟოლიანმა რატიანს.

საკანონმდებლო ორგანომ „საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით 83 მომხრე ხმით, ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა.პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად, საპარლამენტო უმცირესობამ დატოვა, რომელთა გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდებოდა.

 

https://youtu.be/4S5wqwcfnsE

banner
წინა სტატიაშიფიფას ახალი გენმდივანი ქალი გახდება
შემდეგი სტატია(video) ნინო მჭედლიშვილი: “ეს 4 წელი არის ქვეყნისთვის დაპაუზებული კადრი”