გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგის 11 წევრს მუქარების გამო დაცვა დაუნიშნა

გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგის 11 წევრს მუქარების გამო დაცვა დაუნიშნა

33გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგის 11 წევრს, რომლებიც წარმოშობით თურქები არიან, დაცვა დაუნიშნა. მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში გერმანიის პარლამენტმა ოსმანეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდი აღიარა, დეპუტატების მისამართით მუქარები არ წყდება.
დაცვის დამატებითი ზომები მოითხოვა ასევე პარტია “კავშირი-90/მწვანეების” ლიდერმა, ჯემა ოზდემირამ.
მან გაზეთ Frankfurter Allgemeine-ს მოუთხრო, რომ ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილები მიიღო. წერილში გამოყენებული იყო ფრაზა: “ჩვენ შენ სადაც არ უნდა იყო, გიპოვით”, ასევე, “შენი გერმანელი მეგობრები დაივიწყებენ, მაგრამ არა ჩვენ”.

ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 11 გერმანელ დეპუტატს, რომელთაც თურქული წარმომავლობა აქვთ, “გაფუჭებული სისხლი” აქვთ.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ თურქი იურისტების ჯგუფმა გერმანელ პარლამენტარებზე სასამართლოში იჩივლა – ისინი მათ თურქეთის სახელმწიფოს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშისროლა ფლორიდას ღამის გეი-კლუბში
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია აგრძელებს ლევან თარხნიშვილის ბრჭყალებში საუკეთესო ტრადიციებს