სროლა ფლორიდას ღამის გეი-კლუბში

2პოლიციის თქმით, რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო სროლის შედეგად, რომელიც ბოროტმოქმედებმა ფლორიდას შტატის ქალაქ ორლანდოს გეი-კლუბ “პულსში” მოაწყვეს – “ბიბისი” წერს.
სავარაუდოდ, თავდამსხმელი ისევ კლუბში იმყოფება, სადაც მან მძევლებიც აიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტები. პოლიცია უცხოებს მოუწოდებს კლუბის შენობისგან თავი შორს დაიჭირონ.
სოციალურ ქსელებში თვითმხილველებმა განათავსეს ვიდეო, სადაც ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა ჩანს. ტროტუარზე მედიკოსები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ.
წინასწარი მონაცემებით, კლუბში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა. კლუბის ვიზიტორებმა, რომლებმაც გამოსვლა მოახერხეს, განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედმა ღამის თითქმის 2 საათზე დაიწყო სროლა.
თვითმხილველები, სავარაუდო მსხვერპლზეც საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ასევე ორლანდოში, 29 წლის მამაკაცმა 22 წლის მომღერალი კრისტინა გრიმი, კონცერტის შემდეგ, ავტოგრაფის დარიგებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა.

banner
წინა სტატიაშიsos! ვეძებთ უცხოეთში მყოფი ავადმყოფი თანამემამულის ნათესავებს!!!
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგის 11 წევრს მუქარების გამო დაცვა დაუნიშნა