გერმანიის დაზვერვა: 2026 წლიდან რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს წევრებს თავს დაესხას

გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებული ანგარიში პროგნოზირებს, რომ 2026 წლიდან რუსეთი, შესაძლოა, NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებს დაესხას თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider ავრცელებს.

კონკრეტულად, გერმანული დაზვერვის ანგარიში მიუთითებს, რომ კრემლი დასავლეთთან დიდი კონფლიქტისთვის ემზადება, რაზეც მოსკოვის არმიის რეორგანიზაცია, გადაადგილება და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რაკეტების განლაგება მეტყველებს.

ანგარიშის მიხედვით “აღარ არის გამორიცხული, რომ 2026 წლიდან რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს ტერიტორიის ნაწილს”, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ან ფინეთს.

Business Insider იტყობინება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაშიც იზიარებენ შეშფოთებას რუსეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ არ მიიჩნევენ, რომ ეს ყოველივე აუცილებლად გახდება ომის წინაპირობა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში გატაცებული საქართველოს მოქალაქეების პირველი კადრები
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი დიასპორას: დეპორტის საშიშროება არალეგალების არჩევნებზე მისვლისას არ არის