გერმანიაში ყინულის მოედანზე ამიაკის გაჟონვისგან 14 ადამიანი მოიწამლა

გერმანიაში, ქალაქ შტრაუბინგში ყინულის მოედანზე ტოქსიკური ამიაკის გაჟონვისგან 14 ადამიანი მოიწამლა – ადგილობრივი მედია ავრცელებს. პოლიციამ, თავდაპირველად 60 დაშავებულის შესახებ განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით რაოდენობა დააზუსტა. გაჟონვა დღეს დილით, სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. შემთხვევის გამო უახლოესი სკოლიდან და საცხოვრებელი სახლებიდან ევაკაუცია მოხდა. ადგილობრივებს ურჩევენ თავი შეიკავონ იმ რაიონში მოხვედრისგან, სადაც გაჟონვა მოხდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კოდორის ხეობა „ეროვნულ პარკად“ გამოაცხადა
შემდეგი სტატიაჩემთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია