გერმანიაში დორტმუნდის აფეთქებაში ორი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი დააკავეს

გერმანიის გენპროკურატურამ გუშინ დორტმუნდში მომხდარი აფეთქების ორი სავარაუდო ორგანიზატორიდან, ერთ-ერთი დააკავა – დღეს Süddeutsche Zeitung-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელებმა ეჭვმიტანილების ბინები, სადაც ისინი ცხოვრობენ, გაჩხრიკეს, სავარაოდოდ, ორივე მათგანი ისლამისტებთან არიან კავშირში.

მანამდე გავრცელდა, რომ წერილში, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიის” ფეხბურთელების აფეთქების ადგილზე იპოვეს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია ნახსენები – დღეს The Telegraph-მა გაავრცელა. წერილის ავტორები გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს იმაში ადანაშაულებენ, რომ “მისი ტორნადო ხალიფატის მიწებზე დაქრის”, გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ ისინი “12 ურწმუნოს” მოკლავენ გერმანიაში. ადრე ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელების აფეთქება “გერმანიის მიერ სირიაში ოპერაციებში მონაწილეობის მიღების გამო შურისძიება იყო”.
“ბორუსიის” ავტობუსთან მომხდარ აფეთქებისას, რომელიც გუშინ მოხდა, გუნდის ერთი ფეხბურთელი დაშავდა, მან მოტეხილობა მიიღო.

banner
წინა სტატიაში,,ვინ აღგზარდათ…?“-ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტებს მანერები დაუწუნა(ვიდეო)
შემდეგი სტატიაპუტინი: ტრამპის ამერიკას რუსეთი ნაკლებად ენდობა, ვიდრე ენდობოდა ობამასას