გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 130 ათასი მიგრანტის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი იციან, რომლებიც 2015 წელს დარეგისტრირდნენ. ეს ადამიანები მათთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ადგილებზე არ გამოცხადებულან – გერმანული მედია წერს.
“ლტოლვილების გამოუცხადებლობის შესაძლო მიზეზად უკან სამშობლოში დაბრუნება, ან სხვა სახელმწიფოში გადასვლა განიხლება” – ნათქვამია მემარჯვენე პარტია “დი ლინკეს” მიერ გაგზავნილი შეკითხვის ოფიციალურ პასუხში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში გასულ წელს დაახლოებით მილიონი ლტოლვილი შევიდა.