“Georgian Airways“ 22 მაისიდან ერაყის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 15:55

“Georgian Airways“ 22 მაისიდან ერაყის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს

ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways“ მიმდინარე წლის 22 მაისიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას იწყებს ერაყის მიმართულებით.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-ერბილი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
უკრაინული ავიაკომპანია „Bravo Airways“ 2016 წლის 19 ივნისიდან შეასრულებს ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით, კვირაში 1 სიხშირით. ფრენები გაგრძელდება 18 სექტემბრამდე და მთლიანად ორიენტირებული იქნება ტურისტული ნაკადების საქართველოში ჩამოყვანაზე.
ავიაკომპანია „Fly Dubai“ ზრდის ფრენის სიხშირეს დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებით და  2016 წლის 8 ივლისიდან საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს კვირაში 14 სიხშირით ნაცვლად 7 სიხშირისა, ხოლო 30 სექტემბრიდან კი ფრენები აღნიშნული მიმართულებით შესრულდება კვირაში 10 სიხშირით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს უკვე გასცა საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები.
news
ავტ.: news მაისი 13, 2016 15:55

Google სტატისტიკა


4,321
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics