გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ფინანსური დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს
სხვა სტატიები
- „ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი“ – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი
- ყოფილი სპეცრაზმელი – უშუალოდ ერეკლე კოდუა გასცემდა ბრძანებებს, ტელეკომპანია „იმედში“ ყველაფერი დაგვემტვრია
- პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამი პირი დააკავა
გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
დამენიას ტელევიზიის ფინანსური დაზარალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად მივიდა.
დამენია „რუსთავი2“-ში ფინანსურ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, გამოძიება მას კითხვებს დაუსვამს, მონაწილეობდა თუ არა იმ ხელშეკრულებების გაფორმებაში, რომელიც ტელევიზიის ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაიდო, „რუსთავი2“-ის სარეკლამო დროის გაყიდვის თაობაზე.
ტელევიზიის განზრახ ზარალის მიყენების საქმეში, სწორედ ქვეკონტრაქტორი კომპანიები „ინტერმედია“” და „ინტერმედია პლიუსი“ ფიგურირებენ.