გელა ხვედელიძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა(ფოტო)

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ, სამედიცინო დაწესებულება დატოვა. ის საავადმყოფოდან გამოწერეს და უკვე სახლში იმყოფება. ფოტო მასალა გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს გასულ კვირას საკუთარ სახლთან ორი პირი დაესხა თავს. ის ყბა-სახის მრავლობითი მოტეხილობებით, საავადმყოფოში მოათავსეს. ხვედელიძეს ორი ოპერაციას დასჭირდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო-კომპლექს “ლოპოტაზე” ხანძარია
შემდეგი სტატიამოვლენების ეპიცენტი სოლოლაკიდან ავლაბარში გადაინაცვლებს?