გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო მოედნის რეკონსტრუქცია განხორციელდა

სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი დაეგო. გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება. რეაბილიტირებული საფეხბურთო მოედანი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია წელს რუსთავის მე-17, ქსნის მე-15 და ქალთა მე-5 დაწესებულებებშიც განხორციელდა.

შედეგად მოძველებული ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საფეხბურთო მოედნებით ჩანაცვლდა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ამ დროს, ყველაზე მეტად ძებნილი შემოეპარათ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას მიმართვა საქართველოსთვის