გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „თაიმერს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შუალედში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 390 აბონენტს ზაჰესში: ოძელაშვილის, ჭიჭინაძის, კასკადის, ავჭალის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა
შემდეგი სტატიადეპუტატ გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს