გედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნება” დატოვა

გედევან ფოფხაძემ “ქართული ოცნება” დატოვა. ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, შესაბამისი განცხადებით ფოფხაძემ ფრაქციასა და პარტიას უკვე მიმართა.

“ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძისა და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტმა 21 თებერვალს მხარი არ დაუჭირა. მომხრე მხოლოდ 45 დეპუტატი იყო. კანონპროექტს მისაღებად საჭირო მინიმალურ მხარდაჭერამდე 31 ხმა დააკლდა

banner
წინა სტატიაშიTI-ის ზუგდიდის ოფისი კიდევ ერთ სავარაუდო კორუფციის ფაქტს აქვეყნებს
შემდეგი სტატია“გეგეშიძე მოძალადეა… გაგადგეს”- აქცია ჭიდაობის ფედერაციასთან