„გაზპრომს ელაპარაკება უკრაინის ხელისუფლება, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა”

„გაზპრომს ელაპარაკება უკრაინის ხელისუფლება, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა,“- ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი ვოლსკი, მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების თაობაზე მომწოდებლებთან საუბარი ქვეყნის საჭიროებებზეა დამოკიდებული.

“ენერგორესურსების თაობაზე საუბარი გაზპრომთან იქნება, ირანთან თუ სხვა მომწოდებლებთან, ეს დამოკიდებულია რა მოთხოვნები და საჭიროები აქვს საქართველოს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზპრომთან მოლაპარაკებებს უმრავლესობის დეპუტატები აფასებენ.

„მოდით ახლა ენერგეტიკის მინისტრს, ვიცეპრემიერს, ნურავინ ავუკრძალავთ რომელიღაც ორგანიზაციასთან შეხვედრა/არშეხვედრას,“- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

გაზპრომთან მოლაპარაკებებს ექსპერტები აკრიტიკებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოლაპარაკებები გაასაიდუმლოს.

“მთავრობას უნდა, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება საიდუმლოდ მიმდინარეობდეს და თავისივე ლეგენდებში იბნევიან, ხან ლაპარაკობენ, რომ უფრო იაფია, ხან ლაპარაკობენ, რომ არადივერსიფიკაცია გვინდა, ხან ირანიდან გაზის შემოტანაზე,“- განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიგა ბედინეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაცობებისგან განტვირთვის მიზნით სააკაძის მოედანზე, შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებებს არ ველოდებით