გაზპრომი ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის კიდევ ერთ ტურბინას აჩერებს, გაზის მიწოდებას ამცირებს

რუსეთის უმსხვილესმა გაზმიმწოდებელმა, გაზპრომმა მილსადენ ჩრდილოეთის ნაკად 1-ზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინის მუშაობა შეაჩერა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, შედეგად, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ამჟამინდელ რაოდენობასთან შედარებით განახევრდება.

გაზპრომი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე გაზის ტურბინის შეჩერების მიზეზად შესაბამისი მარეგულირებლის, “როსტეხნადზორის” მითითებებსა და დანადგარის ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს.

“კაპიტალურ რემონტამდე რემონტებს შორის მუშაობის ვადის დასრულებასთან დაკავშირებით (“როსტეხნადზორის” ინსტრუქციის შესაბამისად და ძრავის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით) გაზპრომი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი გაზის ტურბინის ექსპლუატაციას აჩერებს”. – წერია ბუნებრივი აირის მიმწოდებლის განცხადებაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დღეში 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდება. ეს რაოდენობა ჩვეულებრივი დინების დაახლოებით მხოლოდ 20% არის. აქამდე გაზპრომს ევროპისთვის გაზმომარაგება უკვე 40%-ით ჰქონდა შემცირებული.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი – საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – კობახიძე
შემდეგი სტატიავერ გეტყვით შედგა თუ არ ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა, ელჩმა ბუნდოვანი პასუხი გასცა ამ კითხვას – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პასუხი არ გაუცია და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ – კობახიძე