გაზის მიწოდების შეწყვეტა არის რუსეთის პირდაპირი შეტევა პოლონეთზე – მორავეცკი

გაზის მიწოდების შეწყვეტა არის რუსეთის პირდაპირი შეტევა პოლონეთზე, – ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მეთაურმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული კომპანიებისა და ოლიგარქების პირველი სია, რომელთა წინააღმდეგ პოლონეთი სანქციებს აწესებს, წინა დღეს გამოქვეყნდა. კრემლმა კი გაზის მიწოდების შეწყვეტის მუქარით უპასუხა და ოთხშაბათს ეს მუქარა განხორციელდა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთი მრავალი წელია ემზადება რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებელი გახდეს. კერძოდ, სვინოუჯში აშენდა LNG ტერმინალი, დასასრულს უახლოვდება ბალტიისპირეთის გაზსადენის მშენებლობა და ოქტომბრიდან ნორვეგიიდან გაზი პოლონეთში გადაიტანება.

გარდა ამისა, ბოლო წლებში პოლონეთი აქტიურად აშენებს გაზის ინტერკონექტორებს მეზობელ ქვეყნებთან, რომელთა ნაწილი უკვე აშენდა (გერმანიასთან, ჩეხეთთან, სლოვაკეთთან), ხოლო ნაწილის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია (ლიტვა).

„ამ შანტაჟს, გავუმკლავდებით, რომ პოლონელებმა შეზღუდვა არ იგრძნონ. ეს არის პირდაპირი თავდასხმა პოლონეთზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.

მან დასძინა, რომ ქვეყანას აქვს გაზის საკმარისი მარაგი, რათა გაუმკლავდეს აღმოსავლეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის პრობლემას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის; არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება
შემდეგი სტატიამწერლების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა