გალის რაიონში არასრუწლოვანთა გათხოვების ფაქტები გახშირდა

afxazetiგალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში არასრულწლოვანთა გათხოვება გახშირდა. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც „თაიმერი“ შეგნებულად არ ასახელებს, ექვსი 14-15 წლის გოგონა გათხოვდა. „ახლახანს გამოვლინდა კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც გოგონას გული წაუვიდა. სამედიცონო შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 14 წლის მოზარდი სამი თვის ფეხმძიმეა. მშობლები სკოლის დირექციას ადანაშაულებს, რომ მათი შვილები გაკვეთილების შემდეგ სკოლაში რჩებიან, სკოლის სასადილოში ნაყიდ სპირტიან სასმელებს მიირთმევენ და უგონოდ თვრებიან,“– აცნობეს „თაიმერს“. ჩვენი წყაროს თქმითვე, მშობლები ადგენენ პეტიციას, რომლითაც საქართველოს, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მიმართავენ და აღნიშნული სკოლის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიოლანდმა ქმრის მკვლელი შეიწყალა
შემდეგი სტატია“ჩემ თავს ვუთხარი, რომ ცხოვრება მშვენიერია, უნდა ვიბრძოლო და არ დავყარო ფარ-ხმალი“