გარი არშბა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის შს მინისტრად დაინიშნა

აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს. ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, ამ თანამდებობაზე დაინიშნა გარი არშბა, რომელმაც ასლან კობახია ჩაანაცვლა.
გარი არშბა დაიბადა 1969 წელს. დაამთავრა მილიციის უმაღლესი სკოლა ქალაქ სტავროპოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა საგამოძიებო საქმეთა ინსპექტორად. მუშაობდა, აგრეთვე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალურ სტრუქტურებში. 2008 წელს იგი დაინიშნა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შსს –ს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად, მოგვიანებით კი – ქალაქ სოხუმის მილიციის უფროსად.

banner
წინა სტატიაშირამიშვილი ზალიკო უდუმაშვილს ბოდიშს უხდის (ვიდეო)
შემდეგი სტატიასოხუმის მარიონეტული რეჟიმი უკმაყოფილოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით