გარდაიცვალა მარიამ(მარიკა) ბაღდავაძე

გარდაიცვალა მარიამ(მარიკა) ბაღდავაძე-ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი.როდესაც მარიკა გავიცანი თვრამეტი წლის იყო, მე ცოტა მასზე უფროსი.იმ დღიდან ჩვენი და ჩვენი მეგობრების ურთიერთობა ყოველდღიურ ღია თუ იატაკქვეშა საქმიანობით იყო მოცული: პროკლამაციების და არალეგალური ლიტერატურის დამზადება-გავრცელება, საპროტესტო აქციები, პეტიციები და ა.შ.ვერთობოდით კიდეც: უკან დადევნებულ სუკის აგენტებს ვემალებოდით და ვანერვიულებდით.ერთხელ მარიკაზე ზემოქმედების მიზნით მამამისი დააპატიმრეს, მარიკამ საპროტესტო შიმშილობა გამოაცხადა და გაიმარჯვა კიდეც.მარიკა თავდადებით და ბოლომდე თავგანწირვით იყო ჩართული ეროვნული და ადამიანური ფასეულობების დაცვისკენ მიმართულ ყოველ საქმიანობაში,
ამისთვის იმყოფებოდა პატიმრობაშიც.ყოველივე ამან ძლიერ შეარყია მისი ჯანმრთელობა და იგი მძიმედ დაავადდა.ბოლო ათ წელზე მეტი ოთხი ვაჟის დედა ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, წამოჯდომავ კი აღარ შეეძლო,თუმცა ინარჩუნებდა არაჩვეულებრივ მეხსიერებას,იუმორის გრძნობას და საღ აზრს.მარიკა წავიდა, შეუერთდა მასზე ადრე წასულ თანამებრძოლებს.მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოსთვის არ იყო უქმი და არც მარიკას მრავალწლიანი წვალება ჩაივლის საბოლოოდ უშედეგოდ.

ხვალ მარიკას გამოსვენება შედგება 3 საათზე სიონის ტაძრიდან.ეს ის ადგილი იყო, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელთა მთავარ შესაკრებელ ადგილს წარმოადგენდა-წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა
შემდეგი სტატიაკომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა