გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

berdzenishviliგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მერაბ ბერძენიშვილი.

მერაბ ბერძენიშვილი 1929 წელს თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ძირითადად მუშაობდა მონუმენტური ქანდაკების დარგში.

მისი ძირითადი ნამუშევრებია “რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი) “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია); მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), “მუზა” (ბრინჯაო, 1971, თბილისი), “კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია: 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დიურალუმინიუმი, 1966, თბილისი, მეტროს სადგური “მარჯანიშვილი”). წარმატებით მუშაობს გრაფიკისა და ფერწერის დარგში. აფორმებს წიგნებს, ქმნის დაზგურ პორტრეტებს, თეატრალურ აფიშებსა და პლაკატებს.

მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმარი ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ხდება
შემდეგი სტატიააშშ-ს კოალიციამ ასადის არმიას დაარტყა