გარდაიცვალა ჩაკ ბერი – ადამიანი, რომელიც როკ-ენ-როლ იყო

ამერიკელი მუსიკოსი, ჩაკ ბერი, რომელსაც რონ-ენ-როლის მამას უწოდებენ, მისურის შტატში, საკუთარ სახლში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ოთხტაქტიანმა გიტარის შესვლებმა და სიმღერის მწვავე ტექსტებმა 1950-იან წლებზე დიდი გავლენა იქონია. “ის, ერთ-ერთი ის შავკანიანი მუსიკოსი იყო, რომელმაც “შავი” რიტმ-ენდ-ბლუზიდან “თეთრ” მეინსტრიმში გადაინაცვლა და როკ მუსიკოსების მთელ თაობაზე დიდი გავლენა იქონია, მათ შორის Beatles-ზე, Rolling Stones-სა და Beach Boys-ზე” – წერს “ბიბისი”.
ჩარლზ ედუარდ ანდერსონი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. ის სკოლიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის არასრულწლოვანთა ციხეში ჩასვეს.

განთავისუფლების შემდეგ თმის სტილისტად დაიწყო მუშაობა, საღამოს კი ტრიოში უკრავდა.
ჩაკ ბერიმ სტუდიაში ჩაწერა 1955 წლიდან დაიწყო. იმ დროისათვის ლეგენდარულმა ხმისჩამწერმა სტუდიამ Chess მისი პირველი სინგლი Maybellene გამოუშვა, რომელიც როკ-ენ-როლის ერთ-ერთი პირველი ჰიტი გახდა.

ჩაკ ბერიმ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მუსიკალურ ფილმში: 1957 წელს Rock, Rock, Rock და Mr Rock and Roll, ასევე Go Johnny Go – 1959 წელს და “ზაფხულის დღის ჯაზში” 1960 წელს. “თუკი თქვენ გსურთ როკ-ენ-როლს სახელი ჰქონდეს, მას შეიძლება ვუწდოთ “ჩაკ ბერი” – ეს ჯონ ლენონის ცნობილი ფრაზაა.

1986 წელს გამოდის ფილმი “Hail! Hail! Rock’n’Roll” და ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ჩაკ ბერი გულღიად ყვება საკუთარ თავზე.
მუსიკოსს რამდენჯერმე პრობლემები ჰქონდა კანონთან.
2008 წელს, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, მან ევროპაში ტურნე ჩაატარა.

“ძალიან მაკვირვებს, როცა ვიღაც ამბობს: “მინდა საკუთარი თავი ვიპოვო, გავიგო ვინ ვარ”, იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვიცოდი ვინ ვარ, რომ ვიქნებოდი გამოჩენილი რადაც არ უნდა დამჯდომოდა” – დაწერა მუსიკოსმა.

banner
წინა სტატიაში​საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ყირიმის ანექსიის სამი წლისთავთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადაღესტანში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს