გარდაბანში საკუთარ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი დასახიჩრებული იპოვეს

სასტიკი მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში – გვიან ღამით საკუთარ სახლში ხანდაზმული ცოლ-ქმარი მოკლული იპოვეს. მოკლულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს გაუჭირდათ.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს სახლიდან არაფერი წაუღიათ. ამიტომ ვარაუდობენ, რო მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა
შემდეგი სტატია„ვიყავი თუ არა მაღაროში? – ნამყოფი ვარ მაღაროში, ოღონდ ტყიბულში” – თურნავა