გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა

გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა. დაშავებულები არიან 11 და 15 წლის ძმები, რომლებიც ეზოში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, მათ ხელყუმბარა აუფეთქდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მშობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია რა მოხდა, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად