„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს

“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ მინისტ ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთნ დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით , „ლელომ“ შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.

ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა მინისტრმა ტიკარაძემ და ასევე მოითხოვა უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა ვაქცინის საქართველოში შემოტანასთნ დაკავშირებით.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბაქრაძე: გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი
შემდეგი სტატიაგარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა