გაფრინდაშვილის შვილი: მიღწეული ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 28, 2019 15:30

გაფრინდაშვილის შვილი: მიღწეული ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მიღწეული ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სახლთან განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ვაჟა გაფრინდაშვილი მივიდა.

„ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ამ 50 დღის განმავლობაში ხდებოდა და რა მხარდაჭერაც ჩვენ გამოგვიცხადეთ. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ემოციებს ვერ გამოვხატავთ, ისე ვართ ახლა. თვითონ მამა ფიზიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია, ცოტა გამხდარია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. ახლა დასვენება სჭირდება, ცოტა ჩვენც და მასაც, რომ აზრზე მოვიდეთ. თვითონ უფრო დეტალურად ისაუბრებს, ჩვენც გზაში დეტალებზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ერთადერთი, ვიცით, რომ ნორმალურად იყო იქ, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია.

მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო დღევანდელი დღე. არც ველოდით, როგორც ვიცით, მოხდა შეწყალება. რეალურად, ყველა ვხედავდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩართული იყო მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები. ამიტომ, ჩვენი აზრით, ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგი არის ეს შედეგი, რაც მივიღეთ. ცალკეულ ადამიანებს ვერც გამოვყოფთ და არასწორიც იქნება, რადგან ყველამ კომპლექსურად იმუშავა და ყველას შედეგია, დღეს რაც მივიღეთ. დეტალებზე არ გვილაპარაკია, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით დღეს“, – განაცხადა ირინა გაფრინდაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 28, 2019 15:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,389
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics