გაფიქრებაც კი მზარავს, რომ შვილი მომიკლეს – დედის ემოციური წერილი სასამართლო პროცესზე

27 ნოემბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, რომელიც და-ძმასთან და მამასთან ერთად ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ბორდიულზე სეირნობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით ცოტახნისწინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, სადაც 18 წლის გოგოს სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

მანამდე კი საქმის პროკურორმა გარდაცვლილი გოგონას დედის ემოციური წერილი წაიკითხა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. წერილის მოსმენის შემდეგ, ბრალდებულმა გონება დაკარგა:

„გაფიქრებაც კი მზარავს იმისა, რომ შვილი აღარ მყავს. შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი, დღეებს ვითვლიდი, რომ გულში ჩამეკრა, მომიკლეს. შვილი, რომლის თვალებშიც ვხედავდი ჩემს ბედნიერებას. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებდა 27 ნოემბერს სამუდამოდ დამიბნელეს.

ეს ტრაგედია, სამწუხაროდ მხოლოდ ტასუნას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს უფროს შვილებს. მას შემდეგ პანიკური შიში აქვთ ავტომანქანის, გარეთ გასვლის, განათებულ ოთახში მარტო დარჩენის. მას შემდეგ ცალ-ცალკე ლოგინშიც ვეღარ წვებიან და ერთად წვანან.

რთულია ჩემთვის, როგორც დედისთვის გააზრება იმისა, რომ ამ ტრაგედიამ დაანგრია ჩემი ორი შვილის ფსიქიკა და სამუდამოდ გააჩერა ტასუნას გულის ცემა.

ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, უჯრაში ჩალაგებულ ტანსაცმელს და მიჭირს გავაცნობიერო რომ ვიღაცის უპასუხისმგებლო გართობას შეეწირა ჩემი ტასუნას სიცოცხლე, რომ ის აღარასოდეს შემომანათებს თავის ცისფერ, ბრჭვიალა თვალებს. აღარასოდეს გამაცილებს ტკბილი კოცნით სახლიდან და აღარასოდეს დამხვდება სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შეძახილებით – დედა“, – წერს ლანა უნდილაშვილი.

banner
წინა სტატიაშიარავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია – ადვოკატი
შემდეგი სტატია“მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს” – ომბუდსმენი