არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია – ადვოკატი

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი გასვიანს ბრალი წაუყენეს. წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ადვოკატი.

„ამ ბრალდებას დაცვის მხარე ვერ დაეთანხმება. არავითარი ქმედება გიორგი გასვიანს, რაც ამ ბრალის მოცემულობაში შეიძლება ჩაჯდეს, არ განუხორციელებია.

საზოგადოებისთვის, რომ იყოს ცნობილი და გასაგები, Facebook-ის მესინჯერის საშუალებით, მას გადაუგზავნეს კადრები, რომელიც მხოლოდ ნახა და გიორგი გასვიანის როლი ამ კადრების ნახვაში გამოიხატა მხოლოდ და მხოლოდ.

მას გამოძიება არ ედავება გავრცელებას, შენახვას ედავება, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მისი მხრიდან აღნიშნული მესინჯერის პროგრამიდან მის პირად კომპიუტერში ან სხვაგან ის გადმოწერილი და შენახული არ ყოფილა,“ – ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში 39 სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგაფიქრებაც კი მზარავს, რომ შვილი მომიკლეს – დედის ემოციური წერილი სასამართლო პროცესზე