“განწირულის გრძნობა არ უნდა ჰქონდეს ზოგიერთ ჩვენს ქალაქს”- გრიგოლ ვაშაძე ხაშურის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ხაშურის მოსახლეობას შეხვდა. ვაშაძის თქმით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალი კოალიციური მთავრობა უარს იტყვის რევანშზე და მთავარ პრიორიტეტი ეკონომიკური პრობლემების მოგვარება იქნება:

„ოთხივე მუნიციპალიტეტი მოვიგეთ შიდა ქართლში. მოვიგეთ ხაშურიც და კიდევ მოვიგებთ მეორე ტურში, იმიტომ, რომ ხალხი არის განრისხებული, ხალხი არის მოტყუებული, ხალხი არის უპატრონოდ მიტოვებული. რაც მთავარია ჩვენთვის, ეს ის არის, რომ ეს მხარდაჭერა არ აღვიქვათ, როგორც რამე დამსახურებული და ვიცოდეთ, რომ ეს არის ავანსი ჩვენი მომავალი დაურალავი შრომისათვის. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე ღირსეულად ცხოვრობდეს და განწირულის გრძნობა არ ჰქონდეს ზოგიერთ ჩვენს ქალაქს, რომ რა გვეშველება, ქალაქი დაცარიელდება და მოკვდება, აი ასე ვიმუშავებთ. რაც შეეხება რკინიგზის უფროსის სირბილს ხაშურში და სამას-სამასი ლარი დაპირებას გიორგობაზე რკინიგზელებისთვის, მინდა ვუთხრა, დაგაგვიანდათ! არც თქვენი სამასი ლარის სჯერათ, არც თქვენი ერთი წლის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა და საერთოდ არ სჯერათ თქვენი, იმიტომ, რომ თქვენ არც ქართველები ხართ და არც ოცნება ხართ,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია – მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსებას 107 მილიონი ლარით ვზრდით
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს