განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება. „მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება“,- აცხადეს უწყებაში. მათივე განცხადებით, სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.

რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი „ტელესკოლა“ ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაშითურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთათვის სახელმწიფო სასაფლაოებს ამზადებს
შემდეგი სტატიანათია თურნავა: მოლოდინები ნეგატიურია და ლარი უფრო უფასურდება, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით