განათლების სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების აღმოჩენის მხრივ

news
ავტ.: news დეკემბერი 19, 2019 10:43

განათლების სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების აღმოჩენის მხრივ

განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, მოხდეს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და მოზარდებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების მიმართულებით კონკრეტული უწყებების როლზე ისაუბრა.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად, იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციისა და განათლების უწყებებმა უნდა უზრუნველყონ.

„ეს არის მიმართულებები, რომელზეც სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და, რომელზეც სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, საჭიროა შემდგომი ნაბიჯების უფრო სწრაფად გადადგმა.

გიორგი გახარიამ მოზარდებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების მიმართულებით კონკრეტული უწყებების მიმართ დავალებები გასცა და ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება.

news
ავტ.: news დეკემბერი 19, 2019 10:43