განათლების სამინისტრო დემირელის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კერძო სკოლასთან აწარმოებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დემირელის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადანაწილებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე კერძო სკოლასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა განაცხადა, მასწავლებლების და მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით მზაობა რამდენიმე სკოლამ უკვე გამოთქვა.

„დემირელის კოლეჯს ჰქონდა დარღვევები, მაგრამ ამავე დროს, ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. რამდენიმე კერძო სკოლასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები და გადაწყვეტილების შესახებ უმოკლეს ვადაში გეცნობებათ“, – განაცხადა ნატა ასათიანმა.

დემირელის სახელობის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა სკოლამ 29 აგვისტოს, სხვადასახვა მიზეზით ავტორიზაციაზე უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე რუსეთისთვის დახმარების თაობაზე ნოტის გაგზავნას „ფორმალური პროცედურით“ ხსნის
შემდეგი სტატიაკახეთში, სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა