გამოკვეთილად რადიკალი ლობისტების, გეგმის შემსრულებლების გამოსვლა იყო – მდინარაძე ევროპარლამენტარებზე

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის “ახალგაზრდულ ფრთას” 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებად მოიხსენიებენ და არა მონაწილეებად. მისივე აზრით, გუშინ აქციაზე 5 “გამოკვეთილად რადიკალი ლობისტი” ჩაერთო, რომლებიც ქვეყნის საქმიანობაში ერევიან.

“როცა აქციის ორგანიზატორებად ჩვენ და არა მონაწილეებად, რა თქმა უნდა, ეს გავმიჯნეთ აბსოლუტურად, მოვიხსენიებდით ნაცმოძრაობას და მის ახალგაზრდულ ფრთას, ეს დაადასტურა მათი ევროპელი ხუთი გამორჩეული და გამოკვეთილად რადიკალური ლობისტის ჩართვამ და მათმა მოწოდებებმა, ჩარევამ იმგვარმა ქვეყნის საქმიანობაში, რომ მთავრობის გადაყენებისკენ პრაქტიკულად პირდაპირი მოწოდებები ისმოდა. ეს მხოლოდ დამაზიანებელია დეპოლარიზაციისათვის, ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, ეს არის იმ გეგმის შემსრულებლების გამოსვლა და არა ქვეყნის მხარდამჭერების, რომელ გეგმაზეც ჩვენ მთელი წინა თვის განმავლობაში ვსაუბრობდით”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, წალეკავს საქართველოს ქუჩებს ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე
შემდეგი სტატიარატომ არ იღებს ბუტაფორია პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რომ მოაწყო თავის ოფისში ჩაის სმა – გოცირიძე