გამოკითხვა – პუტინისადმი ნდობა 10%-ით დაეცა

18უკანასკნელი წლის განმავლობაში რუსების რიცხვი, რომელთაც ვლადიმირ პუტინის ნდობა ჰქონდათ, 10%-ით დაეცა – ამაზე “ლავანდა-ცენტრის” კვლევები მოწმობს.
პრეზიდენტს “სრულიად ენდობა” რუსების 21%, “უფრო მეტად სჯერათ ვიდრე არ სჯერათ” – 52%-ს, მაშინ, როცა გასულ წელს იგივე აზრი 26 და 57% გამოთქვეს.
რესპოდენტების რაოდენობა, რომლებსაც “უფრო მეტად არ სჯერათ, ვიდრე სჯერათ” და “საერთოდ არ სჯერათ” 5%-ით14%-დან 19%-მდე გაიზარდა.

გამოკითხვაში მონაწილეების 38% პრუტინისადმი სიმპათიით და აღფრთოავნებით არის განწყობილი, 30%-ს კი ქვეყნის პრეზიდენტზე რაიმე ცუდის თქმა არ შეუძლია. 15% პრეზიდენტისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი, 8% სიფრთხილით, 4%-ს კი არც კარგის თქმა შეუძლია მასზე და არც ცუდის.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-მა მუქარის შემცველი გზავნილი მიიღო
შემდეგი სტატიაჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს მოეწერება ხელი