„რუსთავი 2“-მა მუქარის შემცველი გზავნილი მიიღო

სამაუწყებლო კომპანია

ნოდარ მელაძემ პროკურატურას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა:

„დღეს „რუსთავი 2“-ის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, შემოვიდა გრაფიკული გამოსახულება გზავნილის სახით, რომელიც შეიცავდა გარკვეულ ინფორმაციას, რომ 31 მარტს გამოქვეყნდება რიგი პოლიტიკოსების ცხოვრების ამსახველი კადრები, ჩვენ ეს შეტყობინება მთავარ პროკურატურას გადმოვუგზავნეთ, დღეს მე როგორც „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი ვიყავი დაკითხვაზე, სადაც დაინტერესდნენ რომელ საათზე შემოვიდა ეს ინფორმაცია და ვინ იყო მომხმარებელი, რომელმაც გამოგზავნა, შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი აპლიკაცია, სადაც მოქალაქეთა წერილები შემოდის, ამოიღეს ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

https://youtu.be/R2askhMX1eg

banner
წინა სტატიაშირუსეთი აფხაზეთს ზიკას ვირუსის გადამტან კოღოებთან ბრძოლაში დაეხმარება
შემდეგი სტატიაგამოკითხვა – პუტინისადმი ნდობა 10%-ით დაეცა