გამოკითხულთა 40.3%-ის აზრით, “რუსთავი 2”-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია

რადიო

რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში არის კითხვები ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ პროცესებზეც.

გამოკითხულთა 87.2% აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებული დავის შესახებ სმენია.

12.8%-მა აღნიშნული დავის შესახებ არ იცის.

გამოკითხულთა 40.3% პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეტევა მედიის დამოუკიდებლობაზე;

23.3%-ის აზრით, ეს არის კერძო დავა ორ მხარეს შორის.

ორივე ერთად – აცხადებს გამოკითხულთა 17.9%

banner
წინა სტატიაშიზეწოლა-მუქარა, ფიზიკური დაპირისპირება და სხვა დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში-ISFED-ის ანგარიში
შემდეგი სტატიატერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს