გამოკითხულთ 66% თვლის, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთ 66% თვლის, რომ ქვეყანაში ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.

გამოკითხულთა 24% თვლის, რომ ქვეყანაში საშუალო ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ დარაჯს დარაჯი დავუყენოთ
შემდეგი სტატიაNDI- გამოკითხულთა 58 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს