გამოცემა „ფორბსი“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფორბსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 23 თებერვლის მდგომარეობით, რუსი ოკუპანტები 43 300 კვ.კმ-ზე, უკრაინის ტერიტორიის 7 პროცენტზე იმყოფებოდნენ, ახლა ეს ტერიტორია 2.9-ჯერ მეტია და 125 000 კვ.კმ-ს მოიცავს.

„ფორბსი“ წერს, რომ 2014 წლიდან რუსეთის არმიამ იმდენი უკრაინული მიწა დაიპყრო, რომ მათი საერთო ფართობი აღემატება უნგრეთისა და ბულგარეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს.

როგორც გამოცემა იუწყება, დროებით უკონტროლო ტერიტორიები მოიცავს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიას რეგიონების ნაწილებს და ქალაქ სევასტოპოლს. ომის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ნიკოლაევისა და ჟიტომირის რაიონები. უკრაინის მთელი ტერიტორია 603 548 კვ.კმ-ია.

banner
წინა სტატიაშისიმართლე ჩვენს მხარესაა – პატრუშევი
შემდეგი სტატიაკობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში რომ გადაიყვანა, ეს “ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვებაა – ჭიჭინაძე