სიმართლე ჩვენს მხარესაა – პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. პატრუშევის თქმით, არ არსებობს ომის დასრულების ზუსტი თარიღი, ხოლო რუსეთი თავის დასახულ მიზნებს ბოლომდე აუცილებლად მიიყვანს.

“ჩვენ თარიღებს არ დავსდევთ. საჭიროა ნაციზმის 100%-ით აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავს წამოწევს რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ უფრო მახინჯი ფორმით. პრეზიდენტის მიერ დასახელებული ყველა მიზანი შესრულდება. სხვაგვარად ვერ მოხდება, რადგან სიმართლე, მათ შორის ისტორიულიც, ჩვენი ქვეყნის მხარესაა”. – თქვა პატრუშევმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ბედი ეწევა უკრაინას, პეტრუშევმა უპასუხა, რომ უკრაინის ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გადაწყვეტს.

“უკრაინის ბედს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი გადაწყვეტს. მინდა შეგახსენოთ, ჩვენი ქვეყანა არასდროს არ წყვეტდა სუვერენული სახელმწიფოების ბედს. პირიქით, ჩვენ ვეხმარებოდით მათ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში”. – ამბობს პატრუშევი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დრო სჭირდება, თავს უფლება არ უნდა მივცეთ, რომ უბრალოდ დაველოდოთ – საფრანგეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში
შემდეგი სტატიაგამოცემა „ფორბსი“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს