კობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში რომ გადაიყვანა, ეს “ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვებაა – ჭიჭინაძე

ის, რომ კობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში გადაიყვანა, ეს “ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვებაა – ამიტომ ჯობია, კობახიძესთან პოლემიკას თავი გაანებონ და თუ მართლა თვლიან, რომ არჩევნები გაყალბებულია, პარლამენტი დატოვონ, თუ არა და აღიარონ, რომ “ოცნება” ლეგიტიმური ხელისუფლებაა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ ხალხის ნდობა იკარგება, რადგან ამ სანახაობაში ხალხის ტკივილს აღარავინ ახმოვანებს.

„გაზრდილი პროცენტები, ვალაუვალობა, ქვეყნიდან გაქცევა, დემოგრაფიული კატასტროფა… – ეს არის მთავარი დღეს და არა ის ცირკი და დაუსრულებელი პინგ-პონგი კობახიძე-ღარიბაშვილებთან, რასაც ყოველ დღე გვაყურებინებენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიგამოცემა „ფორბსი“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიამსოფლიო ძალიან ნელია უკრაინის დასახმარებლად – აშშ-ის სპეცრაზმის ვეტერანი