გამყრელიძე: პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა თანმიმდევრობით აიცრებიან მოქალაქეები ქვეყანაში COVID-ვაქცინის შემოსვლის შემდეგ. გამყრელიძის თქმით, პირველი სამედიცინო პერსონალი იქნება.

“ყველაზე მაღალი რისკჯგუფი ჩემი კოლეგები არიან – სამედიცინო დარგის მუშაკები, პირველ რიგში ისინი აიცრებიან.

შემდეგ შემუშავებული გეგმა არის, რომ უნდა აიცრან მოხუცთა სახლების ბინადარნი. ამის შემდეგ საუბარია, რომ ავცრით ასაკის მიხედვით – 75 წელს ზემოთ, შემდეგ 65 წელს ზემოთ, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი ფენა გახლავთ.

ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის ჯგუფები, სადაც არის თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ქრონიკული თანმხლები დაავადებები – დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის სიტემის, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ”. – თქვა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია, ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ შეფასებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახაშურში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში დაჭრეს