გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი არ დამშვიდდება და მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს, რადგან ჩვენ ისინი დავამცირეთ – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, რადგან დამცირებული რუსები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მსოფლიოს მეორე არმია ნამდვილად არიან.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ ოკუპანტები არ დამარცხდებიან, რუსული შოვინიზმი უფრო მეტად მოიკრებს ძალას.

“ამ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად იქნება, რადგან რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისინი დავამცირეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არ არის მეორე არმიის მქონე მსოფლიოში და ისინი მოისურვებენ ჩვენთვის სამაგიეროს გადახდას”, – ამბობს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, რუსეთმა დააგროვა საკმარისი რესურსი აღმოსავლეთ უკრაინაში და ყველაფერი სასწორზე დააყენა.

“მათ უნდათ, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი მაინც წაიღონ და ამიტომ იქ მიდის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ შესაძლებელია რაიმე სახის შეთანხმება, იურიდიულად, რომელიც დააფიქსირებს ომის შედეგებს. ამის პარალელურად, მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა პოლიტიკური მრჩევლების დონეზე, თუ როგორი იქნება გარანტიები ომის შემდეგ”, – ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიმჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი გეგმის განსახორციელებლად და გეგმის საფუძველი არის ის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი – მდინარაძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს ესაუბრა