“გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა”

“გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა”

prokurori“გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა”- ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ კაბელების საქმის პროკურორმა, თამარ აღლემაშვილმა განუცხადა .

“სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლებმა წარვადგინეთ ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევის შემდეგ გამამტყუნებელ განაჩენს არ ქონდა ალტერნატივა. დაცვის მხარის არგუმენტები და მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში იყო საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა საქმეში. მოსამართლის გადაწყვეტილებასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს”, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის პროკურორმა დაცვის მხარის განცხადებას, რომ საქმეში არ არსებობს მოტივი აბსურდული უწოდა. მისი თქმით, მოსამართლე მსგავს საფუძველმოკლებულ განცხადებებს ვერ გაიზიარებდა, რადგანაც ყველა მაკვალიფიცირებელი მიზანი, მოტივი და სხვა ნიშანი, რაც არის აუცილებელი, რომ მოსამართლემ დაადგინოს განაჩენი სახეზე იყო.

“მტკიცებულებებმა მათი ბრალეულობა დაადასტურა და შესაბამისად მოსამართლის გადაწყვეტილება არის უალტერნატივო, ლოგიკური და ადეკვატური. მთავარი პროკურორი იყო ინფორმირებული საქმის მსველობასთან დაკავშირებით უშუალოდ პროკურორებისგან და პროკურატურას, ჩვენ მას შემდეგ რაც წარვადგინეთ მტკიცებულებები გვქონდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის იმედი, სხვა შემთხვევაში პროკურატურა საქმეს არ წაიღებდა სასამართლოში”, – აღნიშნა ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა.

თამარ აღლემაშვილმა საზოგადოებას ის მთავარი მტკიცებულებები შეახსენა, რის საფუძველზეც დღეს სასამართლო სხდომაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

“ძირითადი მტკიცებულებები იყო დოკუმენტალური მტიკიცებულებები, რომელსაც როგორც წესი აქვს უტყუარობის რანგი და ხარისხი. სწორედ ეს გახდა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ამ დოკუმენტებთან მიმართებაში იყო ჩატარებული არაერთი ექსპერტიზა. მერწმუნეთ, მოსამართლეს უბრალოდ არ ქონდა შესაძლებლობა ამ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ არ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

banner
წინა სტატიაშისოფელ აწყურთან მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატია“იყო საკმაოდ მძაფრი კონკურენცია”, – ნაციონალური მოძრაობა ახალ სახეებს წარადგენს