გახარიას ზუგდიდში ჩასვლა მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება- ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ შს მინისტრის ზუგდიდში ჩასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება და პოლიცია საარჩევნო პროცესში არ ერევა,

„შს მინისტრის რეგიონებში ჩასვლა არ არის პირველი. ის რამდენჯერმე იყო და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, რათა პოლიციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას”,- განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები გამართა.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – შს მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა