“გახარია თვალთხარია!”- პრემიერის გამოჩენამ პარლამენტთან ხმაური გამოიწვია

“მონა-მონა”, „თვალთხარია გახარია“ – აქციის მონაწილეების ამ შეძახილების ფონზე მოუწიათ პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს პარლამენტში შესვლა.

როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რომელსაც ასევე დაესწრებიან, როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე მინისტრები.

პარალელურად კი პარლამენტის შენობის გარეთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესების მიმართ გამოხატავენ პროტესტს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმა ნათია მეზვრიშვილმა ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტთან განიხილა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება