გახარია – სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან

სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა მოქალაქეები ფიზიკური ძალადობისგან, რაც ვნახეთ, ეს იყო უუნარობის გამოხატულება, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გააზრებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

„სახელმწიფო როდესაც ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ვნახეთ. ეს იყო უუნარობის გამოხატულება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ, ეს ვიღაცებს დააბრალონ. ამ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ გააზრებული, სახელმწიფოს ფუნქცია რა არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს დილით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას”
შემდეგი სტატიავოლსკი: ცესკო-ს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს