გახარია მერობის კანდიდატებზე

გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ერთი რამე მინდა გითხრათ, მიუხედავად ჩემი პერსონალური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისა, მმართველმა ძალამ იქამდე მიიყვანა სიტუაცია, რომ დღეს თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მერის არჩევანს, არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ 1 კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას – სამწუხაროდ ეს ნიშნავს იმ დიდი პოლიტიკური შლეიფის მხარდაჭერასაც, რომელიც ამ კანდიდატის უკან მოჰყვება. ეს სამწუხაროდ ავიწროებს , როგორც ჩემი რიგითი თბილისელის უფლებას გავაკეთო სწორი არჩევანი მერის არჩევის დროს, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა ეს ყველაფერი,“ -განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკში სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი