გახარია, კალაძე, ივანიშვილი – როგორ აფასებენ “ოცნების” ლიდერებს – Edison Research

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პრემიერ გახარიას დადებითად მოსახლეობის მეტი წილი აფასებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს შემდეგნაირად აფასებენ:

გიორგი გახარია – 65% პოზიტიური; 35% ნეგატიური;

კახა კალაძე – 55% პოზიტიური; 45% ნეგატიური;

ბიძინა ივანიშვილი – 48% პოზიტიური; 52% ნეგატიური;

ირაკლი ღარიბაშვილი – 45% პოზიტიური; 55% ნეგატიური;

არჩილ თალაკვაძე – 37% პოზიტიური; 63% ნეგატიური;

ირაკლი კობახიძე – 33% პოზიტიური; 67% ნეგატიური;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.

banner
წინა სტატიაშიისნის მაჟორიტარული ოლქი – რეიტინგები – Edison Research
შემდეგი სტატიავაკის მაჟორიტარული ოლქი – რეიტინგები – Edison Research